მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ავტოდაზღვევა იმედი L-ისგან

კომპანია იმედი L მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს. მათ ახლა უკვე, ავტომობილის დაზღვევაც შეუძლიათ.

ავტოდაზღვევა არის ყველასთვის, ვისაც სურს თავიდან აირიდოს ავტომობილთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ხარჯი, საკუთარი თუ მესამე პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა.

ავტომობილის დაზღვევის ის მრავალფეროვანი პაკეტები, რასაც იმედი L მომხმარებელს სთავაზობს, ყველასთვის ხელმისაწვდომია და მომხმარებელს, გაუთვალისწინებელი შემთხვევის დადგომისას, მსხვილი ფინანსური ხარჯისგან იცავს.

იმედი L-ის ახალი ავტოდაზღვევა - ავტოქარი გათვლილია 10 000 დოლარამდე ღირებულების ავტომობილებისათვის და მისი შეძენა შეუძლია ყველა კატეგორიის მძღოლს 21 წლიდან.

ავტოქარის გარდა იმედი L მომხმარებელს კიდევ რამდენიმე ავტოდაზღვევის პროდუქტს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა დაფარვას მოიცავს, დაწყებული მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევით, დამთავრებული სრული ავტოდაზღვევით ნულოვანი ფრანშიზით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დაზღვევის მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერება გაზრდილია, საქართველოში დაზღვეული ავტომობილების მაჩვენებელი ძალიან დაბალი, დაახლოებით 7%-ია. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ ავტოდაზღვევის ფასი იყოს.

ავტოდაზღვევის ახალი პროდუქტების შექმნით, იმედი L-ის მიზანია, ის დანაკლისი შეავსოს ბაზარზე, რომელიც ავტომანქანის მფლობელების საკმაოდ დიდ ნაწილს მოიაზრებს. ეს არის საშუალო ღირებულების მანქანები, რომლის მძღოლები დაზღვევის შეძენისგან, ფასის გამო იკავებდნენ თავს.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც იმედი L წარადგენს, მარტივად ხელმისაწვდომია შეძენის მხრივ. ამიტომ პირობების გაცნობისა და შეძენის შესაძლებლობაც აუდიტორიისთვის მრავალი არხითაა შესაძლებელი – როგორც ონლაინ, ასევე გაყიდვების გუნდის მეშვეობით.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს