სოზარ სუბარი - თუ საგამოძიებო კომისიაზე არ მოვლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამაზე საქართველოს კანონმდებლობას თავისი წესი აქვს - ეს არის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

დღევანდელი საქმე არის „მაგნატის“ საქმე. ეს ერთ-ერთია იმ სერიიდან, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში კერძო საკუთრების მასობრივ და ძალიან უხეშ დარღვევებს ეხება - კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ის ადამიანები არიან, რომელთა სახელები და გვარები ძალიან ბევრ საქმეში ფიგურირებს, - ამის შესახებ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებიან, „ეს არის დანაშაული, რომელიც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“.

„დღევანდელი საქმე არის „მაგნატის“ საქმე. ეს ერთ-ერთია იმ სერიიდან, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში კერძო საკუთრების მასობრივ და ძალიან უხეშ დარღვევებს ეხება. ერთგვარად სამაგალითო საქმეც არის, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც [დავით] კეზერაშვილი აბსოლუტურად კრიმინალური მეთოდებით ქმნის თავისი ნავთობის გაყიდვის იმპერიას, რომელიც შემდგომ „გალფის“ სახით ჩამოყალიბდა, როდესაც სხვადასხვა კომპანიის მფლობელებს იჭერენ, ართმევენ მათ ბიზნესებს, ამწყვდევენ ციხეში და ამათი წართმეული ქონების საფუძველზე იქმნება მონოპოლია. სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა მანამდე 120-მდე ნავთობკომპანია ფუნქციონირებდა საქართველოში და რამდენიმე თვეში კომპანიების რაოდენობა 5-მდე ჩამოვიდა და შეიქმნა მონოპოლია, რაც ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი იყო. ამ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ გამოყენებული ხელისუფლებასთან დაახლოებული ისეთი ბიზნეს-სტრუქტურები, როგორიც იმ დროისთვის იყო თბს. კონკრეტულად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ის ადამიანები არიან, რომელთა სახელები და გვარები ძალიან ბევრ საქმეში ფიგურირებს. კონკრეტულად რა და როგორ, ეს სწორედ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში უნდა გამოიკვეთოს.

თუ მოვლენ [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] ძალიან კარგი იქნება, რადგან საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმინონ პასუხები მათ როლზე ამ კრიმინალურ ისტორიაში, თუ არ მოვლენ ამაზე საქართველოს კანონმდებლობას თავისი წესი აქვს - ეს არის დანაშაული, რომელიც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა.

დღევანდელ სხდომაზე “ძლიერი საქართველოს” ლიდერების გარდა მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი როინ მიგრიაული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის