საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ლევან მოსეშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს წარუდგინა.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ლევან მოსეშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ისე მთლიანად სამოქალაქო ავიაციის სექტორს, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება.

„ლევან მოსეშვილი საავიაციო დარგის გამოცდილი პროფესიონალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პროექტების წარმატებით განხორციელებაში, რასაც მთავრობა ქვეყნის ავიაციის განვითარებისა და რეგიონულ ავიაჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით ახორციელებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან მოსეშვილს ავიაციის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ის 12 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს ლევან მოსეშვილს წამყვანი თანამდებობები ეკავა საქართველოს გაერთიანებულ სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კომპანია „ტავ ჯორჯიაში".

„მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას საავიაციო სექტორში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებს საქართველოში. გაერთიანება ოპერირებას უწევს ქვეყნის სიდიდით მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ასევე სამივე ადგილობრივ აეროპორტს საქართველოში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა