ადვოკატი - გიორგი ჩიკვაიძის მოთხოვნა იყო, სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუნდაც, საკაცით, ეტლით გამოცხადებულიყო - საბადრაგო სამსახურის მხრიდან მისი ეტაპირება ვერ ხერხდება

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის სასამართლოში ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან ეტაპირება არ მოხდება, - აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის ადვოკატმა თემურ ადონიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს სასამართლოსთვის ჩვენება გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს უნდა მიეცათ.

„ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ გიორგის ეტაპირება ვერ ხერხდება საბადრაგო სამსახურის მხრიდან. გიორგის მოთხოვნა იყო, ის სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუნდაც, საკაცით, ეტლით გამოცხადებულიყო, მისთვის უმთავრესია, ამ სხდომაზე მიიღოს მონაწილეობა და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს, სასამართლოში უნდა დაიკითხოს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, ის სასამართლოში გამოცხადდეს და მისი ეტაპირება განხორციელდეს“, - განაცხადა ადონიამ.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

„კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის“ ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს