ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს „მონა“ უწოდა, რის გამოც, ის ირაკლი შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული მას მაშინ მოხდა, რაც ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ სასამართლო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასამართლო სხდომის მონიტორინგის განსახორციელებლად დაეშვა.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სიტყვა ითხოვა, მოსამართლეს მიმართა და მას „მონა“ უწოდა.

"ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები. როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ შვილს მშობლების ნახვის საშუალებას არ აძლევდე. თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, მაშინ, მინდა, რომ დავტოვო დარბაზი...

ერთ რაღაცას დავამატებდი, სამი დღის წინ, ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი მოკლეს. ის სეპარატისტი ოსი, რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ და უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოღალატის ბოლო არის ეს და მშვიდად ნუ დაიძინებთ ხოლმე ღამით. საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის. გთხოვთ, ახლა დამატოვებინოთ დარბაზი, რადგან ამ ცირკში მონაწილეობის მიღება არ მინდა ...

თავი როგორ შევიკავო დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ, ეგეთი მონა როგორ უნდა იყო", - განაცხადა რევაზ კიკნაძემ.

ამის შემდეგ კი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რევაზ კიკნაძემ კი სასამართლო დარბაზის დატოვების დროს საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო.

ასევე საკუთარი გადაწყვეტილებით დარბაზი დატოვა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა.

ასევე, ადვოკატებმა ინციდენტის შემდეგ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რომელიც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა და საქმე კვლავ არ აიცილა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია