სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმში გამოსვლისას - საქართველოში რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ხასიათისაა - ამ მიზნით ახალი დრაკონული კანონები შემოიღეს

საქართველოში რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსური ხასიათისაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნით „ახალი დრაკონული კანონები შემოიღეს“.

„მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს დიდი რაოდენობით ჯარიმები ემუქრებათ, 5000 ლარის ოდენობით, რაც დაახლოებით 1800 დოლარია, მაშინ როცა მინიმალური ხელფასი 200 ლარია, საშუალო კი დაახლოებით 1500 ლარი. რუსთაველის გამზირის ყოველ ჯერზე გადაკვეთისას შეიძლება დაჯარიმდნენ, რაც ზოგიერთისთვის ხუთჯერ, შვიდჯერ და ათჯერ მეტი ოდენობის ჯარიმას შეადგენს. ეს კანონები აქტივისტების და მათი ოჯახების ფინანსურად დაზარალების მიზნით სპეციალურად არის შექმნილი. აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად მოსახლეობის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდები გაყინულია და პოლიტიკურად აქტიური პირების დაფინანსების წყაროებზე აქტიური კონტროლი მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეებიც კი, რომლებიც თავიანთ აზრს გამოხატავენ, გაურკვეველი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შედეგად შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ, მძიმე შეზღუდვების წინაშე არიან.

„ისევე, როგორც რუსეთში, პუტინის ყბადაღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდება ე.წ. ამერიკული მოდელის ფარგლებში, რომელსაც როგორც ხვდებით, ამერიკულ მოდელთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს საგარეო დაფინანსების ყველა შესაძლო არხს ხურავს, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, არამედ მცირე ბიზნესისა და რეგიონული თუ ცენტრალური მედიისთვის. ისინი მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან და კრიტიკული ინფორმაცია სულ უფრო და უფრო იზღუდება. შიშის გავრცელება და მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სახელმწიფოს შეუძლია ყველაფერი გააკონტროლოს, ცენტრალურ ადგილებში კამერების რაოდენობის ზრდის მაგალითზე ჩანს, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დემონსტრანტების სახის ამოცნობა და იდენტიფიკაცია მოხდეს და მათზე რეპრესიები განხორციელდეს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა