მარკო რუბიომ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მცდელობები რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ამასთან, შეხვედრაზე ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა უნდა დამყარდეს და ეს საკითხი აუცილებელია რეგიონული მშვიდობისთვის.

მხარეებმა ასევე განიხილეს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მომავალ ვიზიტებზე მუშაობა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება