ე.წ. საგარეო უწყება სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების მიერ ფრენების შესაძლო დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - საქართველოს მოვუწოდებთ კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას

საქართველოს მოვუწოდებთ კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას, - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების მიერ რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყების შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს გამოეხმაურა.

„ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე, აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის ბოდიშის მოხდა და ყოფილი მმართველი პარტიის დასჯა მოუწევს“, აფხაზეთის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებიდან გამომდინარე, პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ელოდა. თუმცა, ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან შორს მყოფი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების მორიგი თავდასხმები შეუქცევადი პროცესების შეფერხების მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „მსგავსი მიდგომები გაჭიანურებული კრიზისის მოგვარებას ხელს არ უწყებს და დიალოგის შესაძლებლობას ძირს უთხრის“.

„ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ BMG-ს განუცხადა, რომ „ოკუპირებული სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს“.

მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-მ 7 თებერვალს განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყება 1-ელი მაისიდან იგეგმება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები