ანა დოლიძე - რეჟიმის ცვლილების შემდეგ, თუ ხალხი მოგვცემს საშუალებას, გელათის საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის პასუხისმგებლობა დადგება

რეჟიმის ცვლილების შემდეგ, გელათის საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - გელათის უნიკალური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფრესკები არის საფრთხის ქვეშ, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, გელათში ჩადენილია სიბოროტე.

„სადაც წულუკიანი აღმოჩნდება პირველი კითხვა უნდა დაისვას გელათის საკითხთან დაკავშირებით. რეჟიმის ცვლილების შემდეგ, გელათის საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. გელათის უნიკალური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფრესკები არის საფრთხის ქვეშ, სამუშაოები გაჩერებულია. გელათში ჩადენილია სიბოროტე, ეს არის გულგრილობა და ეს ყველაფერი მისი მინისტრობის დროს მოხდა. სანამ სხვა რაღაცებზე დაიწყებს ლაპარაკს, ჯერ ამაზე გაგვცეს პასუხი. აუცილებლად გასცემს პასუხს, თუ ხალხის ნება იქნება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულს კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს