ირაკლი კუპრაძე - მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ - საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს პარტნიორებთან, გავაგრძელებთ ბრძოლას

მამუკა ხაზარაძეც მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის „კოალიცია ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, პარტია გააგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას.

„როგორც ივანიშვილის საპოლიციო ავტორიტარიზმს შეეფერება, რომელსაც ის საქართველოში ამყარებს, დევნის ამ ქვეყნიდან დემოკრატიას, ევროპულ მომავალს, არღვევს კონსტიტუციას - საპოლიციო ავტორიტარიზმის პირობებში ლოგიკურად ავითარებს თავის ძალადობას დემოკრატიაზე და მის მთავარ ოპონენტზე - კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“ და მამუკა ხაზარაძეზე. დღეს მამუკა ხაზარაძემ მიიღო მოწვევა როგორც მოწმემ და დაბარება საქართველოს პროკურატურაში. პასუხი ძალიან ნათელია, საქართველოს პროკურატურაში, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს დავალებებს ემორჩილება, მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადება, თუმცა ვაცხადებთ მზაობას და თავად მამუკა ხაზარაძე მზად არის, თუნდაც მურუსიძის სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლის წინაშე მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, რადგან სიმართლე არის კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და მისი ლიდერების მხარეს.

ასევე ბადრი ჯაფარაძის საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის და მათგან დამატებით პოლიტიკურ ნაბიჯებს ველოდებით. მზად ვართ, გამოწვევა მივიღოთ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ახლა ებრძვიან კორუფციას, უსამართლობას, უკანონობას, ჯარიმებს, დევნას, 50-ზე მეტი პოლიტპატიმრები გვყავს ქვეყანაში და ამ დროს, როდესაც ქვეყანა ჩაძირულია სხვადასხვა მნიშვნელობის პრობლემაში, დღეს ბიძინა ივანიშვილი იცლის პოლიტიკური დევნისთვის.

ჩვენ საგარეო გზავნილები უკვე გაკეთებული გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობის გაწევას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად“,- განაცხადა კუპრაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე