ანა დოლიძე - წულუკიანის ფანჩატური „კარაბას-ბარაბასის“ უნიჭო თეატრია

კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს პურით ვერ უზრუნველყოფს, სანახაობა კი თეა წულუკიანის „კარაბას-ბარაბასის უნიჭო თეატრია“.

,,როდესაც პურს ვერ უზრუნველყოფ და პირიქით, მიზანმიმართულად აღარიბებ ხალხს, რაღა დაგრჩენია, სანახაობის მოწყობა. ეს სანახაობაა წულუკიანის ფანჩატური ანუ ე.წ. კომისია. თუმცა, ეს სანახაობა უფრო კარაბას-ბარაბასის უნიჭო თეატრია. მორიგი შენობა ჩამოვარდა, რასაც სიკვდილი მოყვა. მიდის ქართველების გენოციდი, ყველა მხრიდან და ყველა საშუალებით. ესაა საქმე სინამდვილეში’’, - წერს ანა დოლიძე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა