მამუკა ხაზარაძე - დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ

მომივიდა ინფორმაცია სასამართლოდან, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს გავარჩიოთ იქ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი „ქართულ ოცნებასთან“ საპარლამენტო დონეზე არ ითანამშრომლებენ.

„დღეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზული კრიზისის წინაშეა, გვყავს პოლიტპატიმრები და ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი შანსი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, შესაბამისად ჩვენ ამ ხელისუფლებასთან საპარლამენტო დონეზე ვერ და არ ვითანამშრომლებთ იმიტომ, რომ აქ საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კაპრიზებს არ ეხება.

მომივიდა ინფორმაცია სასამართლოდან, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ.

ნეტავ, ასე ოპერატიულად იმ ბატონის საქმე გამოეძიებინათ, რომელიც 14 წელია სამართალს ეძებს, ბატონ ლეონიძეზე მაქვს საუბარი, იგივე მოსამართლეები, რომლებმაც მას მიუსაჯეს და ამათ დაწინაურებული ჰყავთ.

ეს კამპანია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო, დოკუმენტირებულად უცნობია ჩვენთვის, ჩვენ არც ერთხელ არ გვქონია პიროვნულად ვინმესგან მიღებული საჩივარი სასამართლო დონეზე და არ გვქონია დავა. ასევე არავის არ ჰქონია პრეტენზია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს. სააკაშვილის დროს სამეწარმეო საქმიანობაზე კერძო პირებს ან კომპანიებს არავის პრეტენზია არ ჰქონიათ, თუმცა სააკაშვილის დროს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 2003 წლიდან - 2006 წლამდე, და 2005 წლიდან - 2012 წლამდე დაყადაღებული ვიყავი. რადგან იმ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სერიოზული რეკეტი განეხორციელებინათ და წაერთმიათ ჩემი პირადი ქონება, რასაც არ დავთანხმდი, მატარეს სასამართლოში და პროკურატურაში 6 წლის განმავლობაში.

ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს როგორც რუსი რეკეტიორი, მან ჩაანაცვლა ბიზნესზე თავდასხმები, უფრო დახვეწილი მეთოდებით, რუსული მეთოდებით, ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდი, სინამდვილეში კომპანიების წილებში ჩაჯდომის მეთოდია და ვინც მას ეურჩება, მასზე სასამართლო დავა მიდის. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, ანაკლიის საკითხი იყო პიროვნული ამბავი. მას უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში, რომელიც შევთავაზეთ და კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ მერე იყო შემოთავაზება მისი მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვერ დავთანხმებოდით, გაუმჭვირვალე ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია. დღევანდელი პროცესები იმიტომ დაიწყო, რომ გადაიფაროს ქვეყანაში არსებული ვითარება - გაჭირვება, ემიგრაცია, დემოგრაფიული ვარდნა, ინვესტიციების ვარდნა...“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება მისი დაკავების შემთხვევაში პარტიის სამოქმედო გეგმას, ხაზარაძის შეფასებით, ის ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის და კოალიცია ზრდასა და განვითარებას მისი პატიმრობის პერიოდშიც განაგრძობს.

„ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესს, რამდენიც არ უნდა მითხრან, რომ დამიჭერენ. თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების წართმევა არ არის. არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არ არის რამის დასასრული, ან დამთავრება. შეიძლება ახალი რაღაცის დაწყების წინაპირობა იყოს, ბევრი რამის გადახარშვისა და ფიქრის საშუალებას მომცემს.

მზად ვართ და მზად ვიყავით, როცა ფულის გათეთრება დაგვაბრალეს. გეგმა ბრძოლის გაგრძელებაა. ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ირაკლი კუპრაძე არიან გამწევი ძალა, რომლებიც პარტიის ზრდას გააგრძელებენ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები