მამუკა ხაზარაძე - გუშინ ვუსმენდი ადამიანებს, მეგონა ვიღაცას რაღაც ღირსება შერჩებოდა - საქართველოს პოზიცია სად იქნება, თუ ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურმა კომისიამ ბოლოს თქვა, რომ თურმე საქართველომ ვერ აიცილა ომი, საქართველომ დაიწყო

გუშინ ვუსმენდი ადამიანებს, მეგონა ვიღაცას რაღაც ღირსება შერჩებოდა. ვინმეს კი არ ვამართლებ... საქართველო სად იქნება ბოლოს? საქართველოს პოზიცია სად იქნება, თუ ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურმა კომისიამ ბოლოს თქვა, რომ თურმე საქართველომ ვერ აიცილა ომი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კომისიის შექმნა ემსახურება ქართველი ხალხის გაჭირვების გადაფარვას.

„დღეს საკითხის გადატანა ადგილობრივ არჩევნებზე არის ივანიშვილის სცენარი. გთხოვთ, მედიას, არ აჰყვეთ. შემდეგ დაიწყება, აბა, კანდიდატი ვინ იქნება, ვინ გაიმარჯვებს. როგორც ამ კომისიის შექმნა. ამ კომისიის შექმნა ემსახურება ქართველი ხალხის გაჭირვების გადაფარვას, სოციალური გაჭირვების გადაფარვას. იმდენი ახალგაზრდა გავიდა ქვეყნიდან, რომ დემოგრაფიულ მინუსში ვართ. ასეთი ბიძინას ფანჩატურებია საჭირო... მოდით, ვთქვათ, 14 წლის შემდეგ, რას იხილავს დღეს „ქართული ოცნება“ - ეს არის რუსული დავალება, საბოლოო ჯამში ითქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. აქ მიდის ეს ყველაფერი.

გუშინ ვუსმენდი ადამიანებს, მეგონა ვიღაცასაც რაღაც ღირსება შერჩებოდა. ვინმეს კი არ ვამართლებ. საქართველო სად იქნება ბოლოს? საქართველოს პოზიცია სად იქნება, თუ ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურმა კომისიამ ბოლოს თქვა, რომ თურმე საქართველომ ვერ აიცილა ომი, საქართველომ დაიწყო. აქეთ მიდის ეს ყველაფერი, ეს ვის ახარებს? - რუსეთს“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთში მეგობრები არ დაგვიტოვა.

„ქვეყანა დატოვეს ობლად რუსეთის პირისპირ. ნარატივი: „ომი გინდათ?“ და ასე შემდეგ. არასდროს არ მითქვამს ჩინური ინვესტიციების საპირისპირო, ან რუსეთის ბაზარი ვინმემ დაკარგოს. აქ საუბარია, რომ შენ უნდა გყავდეს ძლიერი დასავლური პარტნიორები, რათა მოლაპარაკების მაგიდაზე, რუსეთი იქნება თუ სხვა სახელმწიფო, ძლიერად იყო წარმოდგენილი. როდესაც აფხაზეთზე იქნება საუბარი, რუსეთის გარეშე ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ანაკლია არ ააშენე ამერიკული და ევროპული ინვესტიციებით, მათთან ერთად არ შექმენი სპეციალური გარემო, ამის შემდეგ არ დაიწყე აფხაზეთზე საუბარი, მაშინ დუგინის სიტყვები არის გამართლებული, დუგინმა თქვა, რომ საქართველო მთავრობა არის ზუსტად ის, რაც ანაცვლებს ტანკებს, რომლითაც ვფიქრობდით საქართველოს დაპყრობასო“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები