პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე მამუკა ყურაშვილს, გიორგი ხაინდრავას, გია ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს მოუსმენს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე მამუკა ყურაშვილს, გიორგი ხაინდრავას, გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

გუშინდელ სხდომაზე იკითხებოდნენ ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი და ზაზა გოგავა.

„სამდივნოს ვთხოვე, რომ ბატონი ყურაშვილი ხვალ დილით მოიწვიოს, იმიტომ, რომ უკვე აღარ არის იმის დრო, ჩვენ სხდომა გავაგრძელოთ და, შესაბამისად, დაგემშვიდობებით“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, „რაც არ უნდა გვლანძღონ“, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ მთავრობას დახვდეს მშვიდობა.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამისთვის არის ხელისუფლება მოწოდებული, რაც არ უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ვინც მერე მოვა, იმას დახვდეს უკეთესი (გარემო), დახვდეს მშვიდობა და, რაც მთავარია, შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ“, - მიმართა ზაზა გოგავას თეა წულუკიანმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში