გია ვოლსკი - როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს - არანაირი სიკეთე მის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ, ეს არის მტრული აქტი

როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს - არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტისთვის“ მხარის დაჭერას ეხმაურება.

გია ვოლსკის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ რეალურად არის მტრული აქტი და არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტური იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს.

„ადამიანები, ვინც გამოზარდა მიხეილ სააკაშვილი, ვინც უკარნახა იმ პოლიტიკის გატარება, რასაც სადიზმი ჰქვია საქართველოში, რასაკვირველია, როცა ნებისმიერ აქტს იღებენ, ამას არ შეიძლება დაერქვას „მეგობარი აქტი“. ეს არის მტრული აქტი. რაც ყველაზე სამწუხაროა, არის უსამართლო იმ რეალობის აბსოლუტური იგნორირებით, რაც საქართველოში არსებობს.

სულ ახლახან გამოქვეყნდა კიდევ დამატებითი რეიტინგები, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვიდან დაწყებული, დამთავრებული თავისუფლებებზე, რომელიც ეხება ბიზნესის განვითარებას, კორუფციისაგან თავისუფლებას, ეს მაჩვენებლები არის უმაღლეს დონეზე. ასე რომ, როცა აქტი რეალობას არ ითვალისწინებს, არ შეიძლება „მეგობარი აქტი“ იყოს. ეს მტრული აქტია არა მარტო „ქართული ოცნების“ მიმართ, ვერ გრძნობენ ადამიანები, რომ ეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ მათ ოჯახებსაც დაუპირისპირდება, მათ შორის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს მოატყუეს და მათთან ერთად ქუჩაში დგანან. არანაირი სიკეთე ამ აქტის ავტორებს ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდათ და სულ არ აინტერესებთ, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა