თინა ხიდაშელი - შეიძლება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სამოქალაქო სექტორის აქტიური პირები ციხეში აღმოჩნდნენ - დიქტატურას საფუძვლები არ სჭირდება, დიქტატურაში უბრალოდ ხელს გკიდებენ და ციხეში გიშვებენ

არ გამოვრიცხავ არცერთი ოპოზიციური ან სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერის დაპატიმრებას, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება მუდმივ და შეუჩერებელ ძალადობაზე მონოპოლიის დემონსტრირებას ახდენს.

„შეიძლება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სამოქალაქო სექტორის აქტიური პირები ციხეში აღმოჩნდნენ. ეს არ არის არასერიოზული საკითხი. რის საფუძველზე? დიქტატურას საფუძვლები არ სჭირდება, დიქტატურაში უბრალოდ ხელს გკიდებენ და ციხეში გიშვებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩვენ გვაქვს ჯარიმის მუხლი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის. ოდესმე ხელისუფლების ან ე.წ. კომისიის თავმჯდომარის მხრიდან მოგისმენიათ, რომ თუ ვინმე არ გამოცხადდება, მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ ჯარიმას? პირდაპირ სისხლის სამართალზე ლაპარაკობენ.

არა მარტო ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებას არ გამოვრიცხავ, არამედ არ გამოვრიცხავ საერთოდ არცერთი ოპოზიციური ან სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერის დაპატიმრებას იმიტომ, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ხელისუფლებას, ეს არის მუდმივ, შეუჩერებელ ძალადობაზე მონოპოლიის დემონსტრირება. ამისთვის მათ ხანდახან სჭირდებათ მომიტინგეების ცემა, ხანდახან მასობრივი დარბევები და ხანდახან დასჭირდებათ ცნობილი ადამიანების ციხეში ჩასმა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ საუბარი დიქტატურის დაანონსებაა.

მისივე განცხადებით, ერთადერთი პარტნიორი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, არის დაშინება.

„ქართულ ოცნებას“ განზრახულობებში პრობლემები აქვს და პროცესში ცვლიან გეგმებს და ამოცანებს. მე არ მგონია, რომ როდესაც 28 ნოემბერს კობახიძე ცნობილ განცხადებას აკეთებდა, დიქტატურის დამყარებას გეგმავდა. მაგრამ გუშინ მდინარაძის გაკეთებული განცხადებით დიქტატურა დააანონსეს. ყველა ნაბიჯი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს, არის იმის დადასტურება, რომ პანიკაში არიან და ახლა სისტემა მაქსიმალურად ცდილობს მოუჭიროს იმისათვის, რომ შიშით გააჩეროს საზოგადოება. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ასე, ამ ფორმით, ასე აქტიურად, 8 წუთში ერთხელ პარლამენტში ახალ-ახალი კანონების მიღებით იბრძოდე, მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს ძალიან ეშინიათ და ცდილობენ, რომ რეპრესიული მანქანა რაც შეიძლება უფრო გააქტიურონ და კიდევ უფრო რეპრესიული გახადონ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა