გიორგი ვაშაძე - „ირაკლი კობახიძეს ვეკითხები -  “MEGOBARI აქტი“ ამერიკული ინვესტიციების შემოტანას ითვალისწინებს, ასევე უვიზო მიმოსვლას და ამის წინააღმდეგი ხართ? თუ აშშ-სთან უფრო მეტ ვაჭრობას ეწინააღმდეგებით, თუ იმას, რომ უფრო მეტად დაგვეხმაროს აშშ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში? - პოზიცია დააფიქსირეთ!

კითხვებს „ქართული ოცნება“ გვერდს ვერ აუვლის. ამიტომ სტკივა ყველა ეს პროგრესული ნაბიჯი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მეგობრის მტრად გამოცხადება და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშ გათელვა.

ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს მინდა კითხვა დავუსვა, ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა “MEGOBARI აქტი“ მიიღო, აქტი კი ამერიკული ინვესტიციების შემოტანას ითვალისწინებს, ასევე უვიზო მიმოსვლას და ამის წინააღმდეგი ხართ? წინააღმდეგი ხართ ქართველი ახალგაზრდები წავიდნენ და აშშ-ში განათლება მიიღონ? თუ აშშ-სთან უფრო მეტ ვაჭრობას ეწინააღმდეგებით? თუ იმას ეწინააღმდეგებით რომ უფრო მეტად დაგვეხმაროს აშშ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში? კონკრეტული პოზიცია დააფიქსირეთ! თქვენ ახლა ყველაფერზე საუბრობთ გარდა შინაარსისა, რომელიც ამ აქტშია - საუბარია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, კრიზისის განმუხტვაზე, რომლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, დააფიქსირეთ პოზიცია. პასუხი მჭირდება და ყველას აინტერესებს!

თქვენი პოლიტიკა არის ასეთი - ან ჩვენ ვიქნებით, ან ქვა-ქვაზე ნურც დარჩენილა, წყალსაც წაუღია ყველაფერი. ეს ასე არ არის. ამ კითხვებს „ქართული ოცნება“ გვერდს ვერ აუვლის. ამიტომ სტკივა ყველა ეს პროგრესული ნაბიჯი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ხორციელდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

როდის უფრო დაცული იქნება საქართველო და მშვიდობა როდის უფრო გარანტირებული იქნება, როცა ამერიკის მსგავსი ზესახელმწიფო შენს გვერდითაა თუ როცა მარტო, ბედის ანაბარა ხარ მიტოვებული და მტრისთვის საჯიჯგნად ხარ ქცეული? არ შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლამ გონი ბოლომდე დაგაკარგვინოთ! მეგობარი მტრად გამოაცხადოთ, ქვეყნის ეროვნული ინტერესები გათელოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე, გიორგი ვაშაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების“ აკრძალვას გულისხმობის.

“MEGOBARI აქტმა“ „ქართულ ოცნებას“ აჩვენა, რომ მათ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევთ. ამიტომ გამოვარდა ამ სიგიჟით, რომ იცის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, ამიტომ ცდილობს, რომ შემდეგი არჩევნებისთვის პირობები გაიუმჯობესოს. ეს პროცესი კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლამდე მივა. მაგრამ ეს არ უშველის, მე ვუთხარი - „მიდი, გაგვაუქმეთ, თუ მაგარი ბიჭები ხართ“. ყველაფერი, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს პარტნიორებთან და საკუთარი მოქალაქეების მიმართ - სამშობლოს ღალატია. ამაზე უარესი რა უნდა გააკეთონ, ქვეყანა მარტო დატოვეს და პატრიოტიზმი მტრად გამოაცხადეს.

თეა წულუკიანი რუსეთში ძალიან პოპულარული გახდა, გენერლებს ასამართლებს ვიღაც წარმოუდგენელი წარმომავლობის ადამიანი. ღმერთმა დაგვიფაროს და ხვალ, რომ რაიმე მოხდეს, კობახიძეს სად შეუძლია დარეკვა? აშშ და ევროპა გადაიმტერა, ვის დაურეკავს და ვის დაელაპარაკება, ან კი, რომ დაურეკოს ვინმე უპასუხებს? ხვალ, რომ ვინმემ საქართველო დაიცვას, მას საგამოძიებო კომისაში დაიბარებენ, თავს ამართლებინებენ და შეურაცხყოფას მიაყენებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ