აქციის მონაწილე - დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ - 100 კილომეტრის მანძილზე ყველა სახლთან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან ახალ არჩევნებს ვითხოვთ

31 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაიძრა.

აქციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში 100 კილომეტრს გაივლიან და 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე მივლენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მათი მიზანია, ხელისუფლებას თავიანთი ძალა აჩვენონ, ასევე რეგიონებში საზოგადოებას ხმა გააგონონ, რომ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი კვლავ გრძელდება.

„დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ. აქციაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავადაა. ამ 100 კილომეტრის გავლით, გვინდა მათ [ხელისუფლებას] ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.

უკვე გავლილი გვაქვს 20-22 კილომეტრი, დმანისის მუნიციპალიტეტს გამოვცდით. საღამოს ბოლნისში დავბანაკდებით, სადაც მერიასთან აქციას გავმართავთ და მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოვუწოდებთ. დილით კი მარნეულისკენ გავემართებით, იქაც, მერიასთან აქციას გავმართავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში პროტესტის ხმა ისმოდეს. პროპაგანდისტული მედიების გადამკიდე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროტესტი შეწყდა. ჩვენი ქმედებით კი მინიმუმ იმას მაინც შევძლებთ, რომ ამ 100 კილომეტრის მანძილზე ყველა სახლთან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან ახალ არჩევნებს ვითხოვთ.

გზადაგზა სხვებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას და ამ ისტორიულ ნაბიჯებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები, 100 კილომეტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაივლიან.

ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ