მამუკა ხაზარაძე -  ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს! -  ყველა დაისჯება, ვინც კანონს არღვევს

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას დაკავებას და მასზე განხორციელებულ ზეწოლას ეხმაურება.

"ჩემი მხარდაჭერა ელენე, შენ და ყველა პოლიტპატიმარს! ყველა დაისჯება, ვინც კანონს არღვევს!" - წერს მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქ გვერდზე, პოლიტიკოსის მიერ დიღმის იზოლატორიდან გამოქვეყნებული წერილის ქვეშ.

შეგახსენებთ, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში ის სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს. ხოშტარიას თქმით, მანამდე მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ელენე ხოშტარიას მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები. ამასთან, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად, უარს აცხადებდა შემოწმებაზე. გარდა ამისა, შსს-ში აღნიშნავენ, რომ ხოშტარიას "თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა".

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში