ჯო უილსონი - ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ, ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს, “ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ”.

„საკვანძო ქართველი ოპოზიციური ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ იქნა დაკავებული ივანიშვილის ლაჩრული, ანტი-ამერიკული რეჟიმის მიერ. ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ,” - წერს უილსონი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა