ისლამური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს

30-31 მარტსა და 1-ელ აპრილს ისლამური სამყარო ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან ბაირამს (იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავს, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს.

„ამდენად, რამადან ბაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ უდიდეს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო