ჭადრაკის ფედერაცია - ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკში, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკში, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.

ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მსოფლიო სასკოლო პირველობა U07-U17 ასაკობრივ კატეგორიებში სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში 43 ქვეყნის 470 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

„ჩემპიონატის დასაწყისიდანვე ლიდერთა შორის იყვნენ და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდნენ: ანასტასია კირთაძე და ერეკლე ტაბატაძე.

საბოლოოდ, ორივე მათგანმა დაძაბულ ბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიებში.

ერეკლემ - 15 წლის ჭაბუკთა შორის, ხოლო ანასტასიამ - 17 წლამდე გოგონათა შორის.

მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე საქართველო 43 ქვეყანას შორის VI ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ:

U17 ანასტასია კირთაძე- 7 ქულა;

U15 ერეკლე ტაბატაძე - 7 ქულა;

U15 ბარბარე აშოთია - 5 ქულა;

U13 ნინო ლიპარტია - 4,5 ქულა;

U13 ლუკა ქუნთელია - 5,5 ქულა;

U11 სარა სალთხუციშვილი -5 ქულა;

U11 გიორგი წულაია - 5,5 ქულა;

U09 სოფია ლიმარი - 4,5 ქულა;

U09 ანდრია ყუბანეიშვილი - 4,5 ქულა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მოზარდთა ნაკრების მხარდამჭერები გახლდნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო და „პაშა ბანკი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს