ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე - რუსეთი აჭიანურებს ომს - ველით აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის პასუხს ამ ტერორზე

რუსეთი აჭიანურებს ომს და ჩვენ პარტნიორებს ვაწვდით სრულ ინფორმაციას რუსული არმიის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლისთვისაც ემზადება. ველით შეერთებული შტატების, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის პასუხს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ამ ტერორზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

„რუსეთის გუშინდელმა დარტყმამ ხარკოვზე, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 30-მდე ადამიანი - ყველამ მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება. მადლობას ვუხდი ჩვენს მაშველებს და მედიკოსებს, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ ჩვენი ხალხისთვის“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის რეგიონების უმეტესობა თავდასხმის ქვეშ მოექცა, რისთვისაც რუსეთმა 1 310 მართვადი საჰაერო ბომბი, 1 000-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 9 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, გამოიყენა.

„მნიშვნელოვანი რაოდენობა წარმატებით ჩამოაგდეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა, მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა და ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ჩართულია ჩვენი ცის დაცვაში“, - აცხადებს ზელენსკი.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ლიდერსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის.

“უკრაინის მხარდაჭერის სტაბილურობა და პროგნოზირებადობა გადამწყვეტია. მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც გვეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციებით - ეს ყველაფერი ხელს უწყობს უკრაინის დაცვას“, - წერს ზელენსკი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად