პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. ტერიტორიიდან მის გადაყვანას ხმაური მოჰყვა.

როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტის მეგობრები აცხადებენ, პოლიციელებმა გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს და მისი ზურგჩანთის დათვალიერება მოითხოვეს, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გელა ხასაია ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს