ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  ნინო სახელაშვილმა პოლიციელების დაკითხვის თაობაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. მზია ამაღლობელს სხდომათა დარბაზში მხარდამჭერები ტრანსფარანტებით დახვდნენ, ასევე, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას“.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი საქმეს არსებითად განიხილავს.

„სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოებებს, რაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაიზიარა. ეს არის ახალი გარემოება, მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მის დაკავებას უკავშირდება, ვინ დააკავა, როდის და სხვა. დღეს წარმოვადგინეთ ოქმი, ვშუამდგომლობთ სამი პოლიციელის მოწმედ დაკითხვას“, - აღნიშნეს ადვოკატებმა.

თავის მხრივ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა პოლიციელების - გოჩა ვანაძის და ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვის თაობაზე არ დააკმაყოფილა. სასამართლო დარბაზში მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა, ისმოდა შეძახილები “მოსამართლე გეშინია”? “ბიძინას მონა მოსამართლე”. აღნიშნული შეძახილების გამო, დარბაზში მყოფ ერთ პირს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა.

თავის მხრივ, როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, მზია ამაღლობელმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა დანაშაული.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები. ისმის შეძახილები: “თავისუფლება მზიას”.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე