გია ვოლსკი - პოლიტიკურად ძალიან მრავალასპექტიანია ის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს

პოლიტიკურად ძალიან მრავალასპექტიანია ის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, 31 მარტს მიხეილ სააკაშვილის პორტრეტით გამოსვლის მცდელობა „ცინიზმით უნდა შეფასდეს“.

„პოლიტიკურად ძალიან მრავალასპექტიანია ის პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს. აბსოლუტურად განსხვავებულია იმ პრინციპებისაგან საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული 31 მარტი, დღევანდელი პოლიტიკურ ლიდერებად წოდებული ადამიანების ხედვებისაგან. აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა მიმართულებით - გინდა საერთაშორისო პოლიტიკური ხედვებით და დამოკიდებულებით. პატრიოტული შინაარსი დაკარგულია ამ პერიპეტიებში, რომლებსაც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია. რასაკვირველია, აქ ერთი მხრივ, სიღრმისეული ანალიზია გასაკეთებელი და მეორე მხრივ, 31 მარტს სააკაშვილის პორტრეტით გამოსვლის მცდელობა ცინიზმით უნდა შეფასდეს, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც არანაირი მსგავსება არ გააჩნია პატრიოტული, დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანის იმიჯთან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება. აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, 21:00 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე