გიორგი ვაშაძე - გვინდა დაცული ვიყოთ ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, რასაც  “ქართული ოცნება” უმიზნებს - ჩვენი სამომავლო გზა ქვეყნის შიგნით და გარეთ წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნებაა

ჩვენი სამომავლო გზაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება - წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დღეს პარლამენტთან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს.

მისივე თქმით, პარლამენტთან შეკრებილებს მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს სიტყვით.

“ნომერ პირველი ამოცანაა, ვიყოთ ბევრი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, დაუცველი, როგორც ამას “ქართული ოცნება” უმიზნებს. ეს არჩევანია: ვიქნებით დაცული ევროკავშირთან ერთად თუ იზოლაციაში - დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებაში, მიტოვებული სახელმწიფო. ვინც ევროკავშირს და დაცულობას ვირჩევთ, ისინი ვიკრიბებით დღეს.

დღეს, მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საზოგადოებას, სხვა არავინ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გზას, ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება არის ამოსავალი ამოცანა. მეორე არის, წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს