პაატა ბურჭულაძე აქციის მონაწილეებს - ხედავთ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ - ვაცადოთ 8 აპრილამდე, შევიკრიბოთ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე

შევიკრიბოთ პარლამენტთან და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე! არ შეიძლება ასე გაგრძელება! , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ რუსთაველზე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის მიმართვა დაასრულა და რუსთაველის გამზირი დატოვა.

ბურჭულაძემ პოლიტიკურ პარტიებს შემოერთებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და თავისუფლებას. მალე ქვეყანა არ გვექნება და ვიქნებით, სადღაც გადაკარგულში. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ ხედავთ პოლიტიკური პარტიები ვერაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ხომ საერთოდ, ამიტომ შემოვდივარ წინადადებით, ვაცალოთ კიდევ, 8 აპრილამდე, შევიკრიბოთ აქ და აღარ დავიშალოთ, ვიყოთ ბოლომდე! არ შეიძლება ასე გაგრძელება! თუ პოლიტიკური პარტიები შემოგვიერთდებიან ძალიან კარგი, თუ არადა ვიყოთ ჩვენ, სხვა გზა არ გვაქვს!”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამ დროისთვის, რუსთაველზე მოქალაქეები კვლავ რჩებიან მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა. როგორ შეკრებილები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ.

ამასთან პროტესტის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა