სალომე სამადაშვილი - წინააღმდეგობის პროტესტი მუდმივია, მთავარია,  პარალელურად გვქონდეს პოლიტიკური პროცესი - ვაპირებთ, კიდევ უფრო აქტიურად ვიაროთ ხალხში, ავუხსნათ, რა გამოწვევები დგას დღეს

ვფიქრობ, რეჟიმისთვის თავის ტკივილია ფაქტი, რომ თვითონ პროტესტი არის ნამდვილად სახალხო პროტესტი, ამიტომ ვერ შეძლეს „პოლიტიკური თავი“ წააჭრან ამ პროტესტს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ რუსთაველს გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არის ნამდვილი სახალხო პროტესტი.

„ივანიშვილის პრობლემა არ არის პარტიებთან, პოლიტიკოსებთან, ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ის არაფერს სთავაზობს ქართველ ხალხს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ხალხს აწუხებს. ხალხს გაუუქმა ევროპული მომავალი, რომელიც არის მათი არჩევანი და საზოგადოება არ ეგუება ამას. ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი ამიტომაც არის განგრძობადი და სწორედ, ნამდვილად სახალხო პროტესტია და ჩვენ ვმონაწილეობთ ამ პროტესტში, მხარს ვუჭერთ, ცხადია, როგორც პოლიტიკოსები.

წინააღმდეგობის პროტესტი მუდმივია. ვფიქრობ, მთავარია ამის პარალელურად ჩვენ გვქონდეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი წნეხი შევქმნათ ქვეყნის გარედან, მათ შორის ჩვენი ამოცანაა და ვაპირებთ, რომ ეს კიდევ უფრო აქტიურად გავაკეთოთ - სიარული ხალხში, ხალხისთვის ახსნა, ქვეყნისთვის რა გამოწვევები დგას დღეს და აქტიური პოლიტიკური მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ფუნქცია“ , - განაცხადა სამადაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს