სალომე ზურაბიშვილი - ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე

ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია.

„წინააღმდეგობის პლატფორმა აღიარებს და მხარს დაუჭერს „ქართული ქარტიის“ პრინციპებს - სამოქმედო გეგმას დემოკრატიის აღდგენისა და საქართველოს მართებული ევროპული გზის დასაცავად. წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია. გაერთიანებული ფრონტი. მკაფიო სტრატეგია. თავისუფლებისადმი ურყევი ვალდებულება. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „ხალხი არასდროს დანებდება“.

„31 მარტი დამოუკიდებლობის დღეა და არა სასოწარკვეთის. რეჟიმს სურს, რომ იმედი დაკარგოთ, მაგრამ საქართველო მტკიცედ დგას. ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს