ირაკლი კუპრაძე - ე.წ. საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ კრემლის დავალება შეასრულოს, სამხედროები შეარცხვინოს და პოლიტიკურ ლიდერებზე იძალადოს - სასამართლოც და პროკურატურაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი არის კრემლის დავალება შეასრულოს, სამხედროები შეარცხვინოს და პოლიტიკურ ლიდერებზე იძალადოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

კუპრაძის თქმით, სასამართლოც და პროკურატურაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

„მცდელობა ექნებათ, პოლიტიკური ლიდერები საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობაში შეზღუდონ. წულუკიანის საგამოძიებო კომისია მხოლოდ აქეთკენაა მიმართული - შეურაცხყოფისკენ, პოლიტიკური ლიდერების დევნისკენ. პროკურატურას და სასამართლოს არ ვენდობით, ორივე ასრულებს პირველ რიგში, ივანიშვილის დავალებებს“, - განაცხადა კუპრაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას „შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“.

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება მეტი კოორდინაციისკენაა მიმართული. ჩვენ გვქონდა სურვილიც და მოლოდინიც კიდევ უფრო მეტი კოორდინაციის, რაც გამოხატული უნდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებაში, მათ შორის, შესაძლებელი იყო, ეს შესაბამისი ფორმატი ყოფილიყო, სადაც ყველა კოალიცია მიიღებდა ე.წ. ალტერნატიული საბჭოს იდეას. ჩვენ ნებისმიერ პროცესზე თანხმობას ვამბობთ, სადაც მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია და მეტი ერთობა იქნება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა კუპრაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ