ზურაბ ჯაფარიძე - ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ, თუმცა მთავარი და სასწრაფო მგონია რეჟიმის დამარცხების გზაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ

მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ, თუმცა მთავარი და სასწრაფო მგონია რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაციის პრაქტიკა უკვე არსებობს და თუ ახალი „მიმართულებები“ გაჩნდება, მზად არის მონაწილეობა მიიღოს.

„მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც შეჯერებული ვართ: ა) ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბ) პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ორივე მოთხოვნას ვიზიარებ.

ასევე, სადაც უკვე არსებობს კოორდინაციის პრაქტიკა, რომელიც მუშაობს, მაგალითად საგარეო ფრონტზე, მანდაც ჩართული ვარ. თუ რამე ახალი მიმართულება გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება კოორდინაცია (ნეტავ), არც იქ ჩართვის პრობლემა მაქვს.

თუმცა, მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა