გიორგი ვაშაძე - რეჟიმი ცდილობს, ყველა დასაჯოს, ვინც მის სიცრუესა და უსამართლობას არ ეგუება, მაგრამ არ გაუვა - სრული სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს ეხმაურება.

როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან.

"მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და არავითარი კავშირი არ აქვს სამართალთან.

რეჟიმი ცდილობს, ყველა დასაჯოს, ვინც მის სიცრუეს და უსამართლობას არ ეგუება, მაგრამ ეს არ გაუვა!

სრული სოლიდარობა მამუკას!

ივანიშვილი ამ ბრძოლას ვერ შეაჩერებს და ის აუცილებლად დამარცხდება!" , - წერს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლი, რითაც ხაზარაძეს ბრალდება წარედგინა, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა