თინა ბოკუჩავა - უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი

უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი ოთხი წელია ტყვეობაშია, ამიტომ მათთვის პოლიტიკური დევნა უცხო არ არის.

“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას გაუკვალა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მეოთხე წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, ამიტომ პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკოსების დევნა ჩვენთვის უცხო არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ასეთი პოლიტიკური ლიდერი არის მამუკა ხაზარაძე და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ უპირობო სოლიდარობას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე