სალომე ზურაბიშვილი - ნათელია, ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, ყველა ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობს, ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არ არის  - „ქართულ ოცნებას“ ყველა გამოეცალა, ვინც პროევროპული და პროდასავლელი იყო

ნათელია, რომ ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობს და “ქართულ ოცნებას” ყველა გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო.

“ის [ბიძინა ივანიშვილი] არაფორმალური ხელი იყო ქართულ პოლიტიკაში დასაწყისიდანვე. ხანდახან პირდაპირ მოქმედებდა - პრემიერ-მინისტრი როცა იყო, სხვა დროს უკან იხევდა და ამბობდა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა [პოლიტიკაში], მერე ბრუნდებოდა.

დღეს ნათელია, რომ ის ყველა გადაწყვეტილებას იღებს. წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ყველა ადამიანი გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო, და ბევრი ასეთი იყო, ვინც ტრადიციული ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ, ვინაიდან, თავიდან “ქართული ოცნება” როგორც დიდი კოალიციით მოვიდა…

ასე რომ, ამ დროისთვის ეს ძალიან მცირე, შიგნით შეტრიალებული “ქართული ოცნებაა”, ძალიან მცირე ინტელექტუალური შესაძლებლობებით და ნათლად “ერთი კაცი - ერთი გადაწყვეტილებაა”, ვინაიდან ყველა - პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი - ისინი ყველა ერთი “მესიჯბოქსით” საუბრობენ. ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არ არის ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც საკითხებზე, რომლებიც ძალიან პირდაპირ პოლიტიკური არ არის, რაზეც განსხვავებული აზრი შეიძლება გაჟღერდეს მაგათგან ვინმესგან. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ეს სრული მონოლითია და ძალიან ცხადია, რომ ბატონი ივანიშვილია ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს