ვოლოდიმირ ზელენსკი - 4 აპრილს გაიმართება რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა - ვინც მზად არის, კონტინგენტი განალაგოს

"მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილ გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პარასკევს, 4 აპრილს, იმ ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინაში კონტინგენტის განლაგებისთვის.

“რაც შეეხება კონტინგენტის საკითხს, პარასკევს [4 აპრილს] გვექნება შეხვედრა, რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა იქნება, ქვეყნების ვიწრო წრის. მათი, ვინც მზად არის კონტინგენტი განალაგოს ამა თუ იმ ფორმით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს “პირველი ღრმა შეხვედრა” იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით.

“იყო კონსულტაციები, ხოლო ეს პირველი ღრმა შეხვედრა იქნება. დავინახავთ გარკვეულ განმარტებებსა და გარკვეულ დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის ბაზირებული იქნება უკრაინული მხარის მომზადებულ წინადადებებზე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა