ლაშა ტუღუში - სუს-ში, შსს-სა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში ინიშნებოდნენ ხოლმე ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლები, ეს შემთხვევა განსხვავებულია: ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის წრეა - ეს ამბავი უცნაურად გამოიყურება

ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის სუსი, შსს და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ინიშნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ივანიშვილის გარემოცვას. ეს შემთხვევა განსხვავებულია, ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის წრეა - რა თამაში მიდის, ძნელი სათქმელია, - ამის შესახებ „ლიბერალურ აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები პოლიტიკური ვითარების შესაძლო გართულებას უნდა უკავშირდებოდეს.

„ნებისმიერი გადაადგილება, მით უფრო ისეთი, რომელიც ეხება სპეცსამსახურებს, ძალოვან სამინისტროებს, დაკავშირებულია მოსალოდნელ პროცესებთან იმ კანონების მიღებიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ და იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ატარებს. ვგულისხმობ პოლიტიკური პროცესების შესაძლო გართულებას, კერძოდ, პარტიების გაუქმებას, დაანონსებულ დაჭერებს, მედიებისთვის ძალიან რთული გარემოს ჩამოყალიბებას.

ზოგადად, ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა ძალოვანი სტრუქტურები, ინიშნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ივანიშვილის გარემოცვას. ეს შემთხვევა განსხვავებულია, ოხანაშვილი კობახიძის წრეა.

შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით ბალანსი განსხვავებულად გამოიყურება. ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურად გამოიყურება ეს ამბავი. რა თამაში მიდის ძნელი სათქმელია. გარედან რაც ჩანს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვანი პოზიციების ცვლილებაზე, როგორიც არის სუსი, იუსტიციის მინისტრი, შსს, განხილული უნდა იყოს 2-3 თვეში მოსალოდნელი პრობლემებისა“,- აღნიშნა ტუღუშმა.

რაც შეეხება სხვა თემებს, ტუღუშმა რამდენიმე კანონპროექტი, მათ შორის ე.წ. FARA-ს პროექტი და „მაუწყებლობის“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტები შეაფასა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. როგორც ტუღუშმა აღნიშნა, მიღებული კანონების შედეგად „მედიას მოათვინიერებენ, ან აღარ იქნება“, ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონი, მათი „გაქრობისკენ იქნება მიმართული“.

„რას ურტყამს ეს კანონების კომპლექსი? ერთი მხრივ, მედიას, რომელზედაც სერიოზული შეტევაა განხორციელებული მნიშვნელოვანი ფინანსური შეზღუდვების ფორმით. როდესაც საუბარია რესურსულ შეზღუდვებზე, ეს არის დარტყმა განსაკუთრებით რეგიონული მედიებისთვის.

მეორე: წესების შემოტანა, რომლის მსაჯული ხდება პოლიტიზებული ორგანო- მარეგულირებელი კომისია. მედიას გექნებათ ისეთი ტიპის შინაგანი რეგულირება, რაც ცხოვრებას გაგირთულებთ. ვიღაც აუცილებლად მოგედავებათ, ეს იქნება „ქართული ოცნება“. კანონის მიხედვით გეტყვიან, რომ არ ხართ მართლები, ჯარიმას დააწესებენ, ლიცენზიას შეაჩერებენ... ეს ნიშნავს, რომ მედიას ან მოათვინიერებენ, ან აღარ იქნებიან. შესაძლოა, ზოგი დატოვონ, რათა „მტრის ხატი“ შეინარჩუნონ, მისი შენარჩუნების ფონზე გააღრმაონ აგრესია.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებს რაც შეეხება, ახლა დაამატეს ე.წ. FARA. ეს არ არის ამერიკული ე.წ. FARA. ეს კანონიც მიმართულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაქრობისკენ“,- აღნიშნა ტუღუშმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა