ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში საკადრო გადაადგილებას მნიშვნელობა არ აქვს - ერთადერთი, რატომაც შეიძლება საკადრო ცვლილებები ხორციელდებოდეს ისაა, ვინ უფრო უკეთ მოემსახურება ივანიშვილის მერკანტილურ ინტერესებს

ერთადერთი რამ, რატომაც შეიძლება საკადრო ცვლილებები ხორციელდებოდეს ისაა, თუ ვინ უფრო უკეთ მოემსახურება ივანიშვილის პერსონალურ მერკანტილურ ინტერესებს რაღაც კონკრეტულ მომენტში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.

კუპრაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ პირობებში არანაირ საკადრო გადაადგილებას „მნიშვნელობა არ აქვს“.

„ქართული ოცნების“ პირობებში არანაირ საკადრო გადაადგილებას მნიშვნელობა არ აქვს მარტივი მიზეზის გამო - მთელი „ქართული ოცნება“, არალეგიტიმური ხელისუფლება, მთავრობა და ა.შ. ემორჩილება მხოლოდ ერთი კაცის ნებას და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული მიზნები. ერთადერთი რამ, რატომაც შეიძლება საკადრო ცვლილებები ხორციელდებოდეს, ისაა თუ ვინ უფრო უკეთ მოემსახურება ივანიშვილის პერსონალურ მერკანტილურ ინტერესებს რაღაც კონკრეტულ მომენტში. „ქართული ოცნების“ პირობებში, საკადრო გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების ახსნა ეს არის“,- განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს