მიხეილ სააკაშვილი - ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე მივიდეს - ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა! - ერთობის ძალიან ეშინიათ

ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე უნდა მივიდეს-ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა! ჩვენი ერთობის ძალიან ეშინიათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, მან ხალხს მოუტანა სახელმწიფოებრიობა, რაც მისივე განმარტებით, „ჩვენი დამპყრობლის მიერ დასჯადი ქმედებაა“.

„რაც არ უნდა იყოს, როგორ არ უნდა გააკეთონ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გამარჯვებამდე უნდა მივიდეს. ვიბრძვით რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. მე ხალხს მოვუტანე სახელმწიფოებრიობა, ეს ჩვენი დამპყრობლის მიერ დასჯადი ქმედებაა. ჩვენი ამოცანაა სიმტკიცე, უკან არ დახევა. ჩვენი ერთობის ძალიან ეშინიათ. ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, მადლობა ვუთხრა ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, არა მხოლოდ ჩემი პარტიიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „თუ ვინმე იძახის რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს მათ სინდისზე უნდა იყოს“.

„ჩვენმა ხალხმა კარგად იცის ვინ არის მთავარი საფრთხე ამ რეჟიმისთვის, ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, მან “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს.

„სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ჩემი, რათა ხალხამდე სიმართლე არ მივიდეს.

ამ დღეებში პირდაპირ ეთერში მიმდინარე სამშობლოს ღალატის მომსწრე ვართ. საგამოძიებო კომისიის ფორმატი არის ჩემი მოგონილი, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ახლა საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თვითგამოცხადებული ორგანოა, არანაირი კანონიერი საგამოძიებო კომისია არ ჰყავს. ოლიგარქმა შეასრულა თავისი დანაპირები, რომელიც გასულ წელს, აპრილში რუსთაველზე გამოსვლის დროს თქვა, ის ემზადება ბოდიშის მოსახდელად, ასრულებს იმ დანაპირებს რაც მისცა ჩვენს დამპყრობელს, რუსეთს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა