თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძეზე - მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის - ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ ამ შეფასებას დავეთანხმოთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. ამის შესახებ წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ასეთი კატეგორიების საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა სტანდარტი.

„ჩვენ, როგორც კომისია, უნდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც საქმის არსებითად განხილვისთვის მომზადებას გულისხმობს. დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. არსებითი განხილვის პროცესში მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ ამ შეფასებას დავეთანხმოთ ვინაიდან, ასეთი კატეგორიების საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის, მესამე პუნქტით სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა სტანდარტი და კონვენციურ სტანდარტთან შესაბამისი. ახლა ჩვენ არსებით განხილვას დაველოდებით. როგორც იცით, უკვე არსებითი განხილვის შედეგად, მოსამართლეს გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, სისხლის სამართლის ჯარიმა და ასევე, პატიმრობა ერთ წლამდე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა იმ პირს, ვისაც ჩვენ ახსნა-განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ! ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და გვაქვს მოლოდინი, რომ მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.

ასევე შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის