ლევან მურუსიძე ბრიტანეთის სანქციებზე - რა კორუფცია, საქართველოში ჩემზე მდიდარი არ დადის?! - საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს დამორჩილება მოხდეს - ერთადერთი, რაც მაქვს, სახელფასო ბარათია, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ

[სანქციები] ზოგადად, რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია მაინც, - ასე აფასებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებას.

როგორც მურუსიძე აცხადებს, სანქციებს კორუფციასთან კავშირი არ აქვს.

მისივე შეფასებით, სანქციის მიზანია, მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც "გარე ქვეყნებს" აქვთ.

"რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე, სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება. არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია. რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში, თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა მურუსიძის კორუფციით, რა კორუფცია, საქართველოში ჩემზე მდიდარი არ დადის?!

ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი კავშირი ამას კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ.

ერთადერთი რაც მე მაქვს, სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო.

საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი, ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებს, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას.

ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ.. უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია მაინც“,- აცხადებს ლევან მურუსიძე „ფორმულასთვის“ მიცემულ სატელეფონო კომენტარში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა