ზვიად ძიძიგური - ხვალ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები გამოვლენ და იტყვიან, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერაფერი დაალაგა

სპეციალური სამინისტროს შექმნა და მინისტრად ლილუაშვილის დანიშვნა, ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურად ჩაიბარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იმუშავებს არჩევნებზე, - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, არ მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი „დაისაჯა“.

ამასთან, ძიძიგურმა ხაზი გაუსვა, რომ სამთავრობო კარუსელები არაფერს ნიშნავს.

„ვერ გეტყვით, რომ გრიგოლ ლილუაშვილი დაისაჯა. ის, რომ სპეციალური სამინისტრო შეიქმნა და მის მინისტრად დაინიშნა ლილუაშვილი, ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურად ჩაიბარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იმუშავებს არჩევნებზე. ეს სამთავრობო კარუსელები არაფერს ნიშნავს. სუს-ი მაინც მუშაობდა როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ახლა სხვა ფორმატზე იმუშავებს, რაც არ ნიშნავს რამე ტიპის თვისობრივ ცვლილებას. თვისობრივი ცვლილება იქნება, მაშინ, თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ხელისუფლებაში“,- განაცხადა ძიძიგურმა.

გარდა ამისა, ძიძიგურმა ისაუბრა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ პირველ კომენტარზე და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არის ისეთი ტიპის მიმართულება, რომელიც არ შეიცვლება.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციასთან „ვერაფერი დაალაგა“.

„ხვალ „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები გამოვლენ და იტყვიან, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა. რამდენიმე კვირის წინ იყო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს შორის შეხვედრა, შემდეგ იყო კობახიძესა და ელჩს შორის შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ამერიკელებმა უთხრეს, რომ საქართველოს გაეგრძელებინა დემოკრატიული წინსვლა. დემოკრატიული წინსვლის ნაცვლად მივიღეთ, საგამოძიებო კომისია და პარტიების აკრძალვის მუქარა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის მიმართულება, რასაც აშშ ელოდებოდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისგან, ამიტომ ეს განცხადება არის ისეთი ტიპის მიმართულება, რომელიც არ შეიცვლება.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ: სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, თურქებს - საქართველოს გარდა ყველას შეხვდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერაფერი დაალაგა. განცხადება, რომელიც დღეს ვნახეთ ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება არ არის შემთხვევითი და ეპიზოდური მოვლენა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე