საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 3 აპრილის სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი არიან დაბარებული

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი დაიბარეს.

საგამოძიებო კომისიის სხდომა 3 აპრილს, 10:00 საათზე, გაიმართება და „საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის“ თემებს განიხილავენ.

„3 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება;

სხდომაზე განსახილველი საკითხებია: საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემები;

სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები - რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე, კახა დაბრუნდაშვილი. სხდომის ბოლოს განხორციელდება მსჯავრდადებულის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან;

სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება