თემქის მედიათეკაში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა

2 აპრილს, თემქის მედიათეკაში, „60+ კლუბში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, „60+ კლუბი“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად იმისათვის, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს, რომ ისინი საკუთარი სახლებიდან გამოვიდნენ და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ახალი უნარ-ჩვევები, მეგობრები და თანამოაზრეები შეიძინონ

სწორედ ამიტომ, თემქის 60+ კლუბი მოიცავს საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს: ცეკვას, სახვითი ხელოვნებას და ვარჯიშებს.

თემქის 60+ კლუბი, რომელიც რიგით მეოთხეა საქართველოში, გაიხსნა თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს