გიორგი ვაშაძე - სანქციები არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება

სანქციები არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები, რომლებიც გუშინ ვიხილეთ, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგია.

„ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება. ივანიშვილის რეჟიმი არის მთავარი საფრთხე და მისი პროპაგანდისტების ზღაპრები გამოგონილ მტრებზე და წულუკიანის ღალატის კომისიის ისტორიის შეცვლის მცდელობა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

რეჟიმის ირგვლივ რკალი ვიწროვდება – ყველა ხვდება, რომ ივანიშვილი ტოვებს საქართველოს მარტოს, დაუცველს, სადაც მხოლოდ სიღარიბე და სანქციებია.

ჩვენი გზა: მეტი ევროპა, მეტი დაცულობა, მეტი ინვესტიცია.

ეს არის თავისუფალი საქართველოს ერთადერთი არჩევანი და გამარჯვების გზა!” - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა