შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსს თემაზე - „პატრიოტიზმი და გლობალიზაცია” აცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან IBSU-ს სასწავლო ვაუჩერებით - I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1000 ლარი, III ადგილი – 750 ლარი.

„ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა: 18 მაისი, დაჯილდოება გაიმართება 23 მაისს.

ესე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: projects@ibsu.edu.ge ესეს კრიტერიუმებს გაეცანით ბმულზე: https://shorturl.at/AIiLr “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა