„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ

ბორჯომში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და ოთო ფარულავა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარი თემა, ახალი არჩევნების მოსაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლა იყო.

“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კოალიციის ლიდერებმა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი მოისმინეს და მათგან რეკომენდაციებიც მიიღეს.

მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელების პირობა მისცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.