ირაკლი ფავლენიშვილი - ამ ხალხს არავინ ეკითხება, ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ დატოვებს - თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე იქნებოდა მიღებული

ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს - ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე იქნებოდა მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავისი ნებით თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებენ.

„სამწუხაროდ, ამ ხალხს არავინ არ ეკითხება - ვინ როდის რა თანამდებობას დაიკავებს, თუ [რა თანამდებობას] დატოვებს. არაერთი ასეთი ფაქტი ვიცით, ამიტომაც ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დონეზე მიღებული იქნებოდა.

რაც შეეხება მიზეზებს, ნამდვილად არ მაინტერესებს, რა შიდა ბრძოლები მიდის „ქართულ ოცნებაში“ და რისი „კლანი“ ვისას სჯობნის. სინამდვილეში, ქვეყანა გადასარჩენია და მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის მაინც ბიძინა ივანიშვილი დარჩება. ბიძინა ივანიშვილი პუტინის ინსტრუქციებს ასრულებს და პუტინის ინსტრუქციები და ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. კობახიძის, რიჟვაძის, სხვისი თუ ვისი „კლანი“ იმძლავრებს, ნამდვილად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ