შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთის ელჩის თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი იმაზე, თითქოს აქ რაღაც პოლიტიკური კრიზისი იყოს, არასერიოზულია - ელჩებს მოვუწოდებ ვენის კონვენციის ფარგლებში დარჩნენ

ბოლო კვლევებით, საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, ხოლო [მოსახლეობის] 50%-ს ახალი საპარლამენტო არჩევნები სურს - ამის ფონზე საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კრიზისი იყოს, უბრალოდ არასერიოზულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრანგეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ასამართლებენ. ბოლო კვლევებით, რომელიც „ფიგაროს“ მიერ ჩატარდა, საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, ხოლო [მოსახლეობის] 50%-ს ახალი საპარლამენტო არჩევნები სურს. ამის ფონზე საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კრიზისი იყოს, უბრალოდ არასერიოზულია.

მე ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს მოვუწოდებ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში დარჩეს, რომელიც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ავალდებულებს, რომ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიონ. სამწუხაროდ, რაღაცნაირად უსტანდარტო სტანდარტად აქციეს, რომ დიპლომატიური მისიებიდან, ყველა ვისაც არ ეზარება, რატომღაც ფიქრობს, რომ თავისუფალია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

მიუხედავად, საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ დაწესებული აქვთ. დღეგამოშვებით ვხედავთ ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს საქართველოსთან დაკავშირებით, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, თავდასხმას საქართველოს პარლამენტზე, თავდასხმას საქართველოს მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია.

ამიტომ მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ თუ მათ არ მოსწონთ, როგორც თვითონ ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. თუკი საერთაშორისო სამართლის დარღვევად, ისინი აფასებენ ქცევას, რომელიც დამახასიათებელია, მათი გადმოსახედიდან რუსეთისთვის, მაშინ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან რუსეთი იქცევა და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული „ანი და ბანი“ დიპლომატიური საქმიანობისა, რომ პატივი უნდა სცენ მასპინძელ ქვეყანას, ხალხს და მის საქმეებში არ ჩაერიონ, მით უმეტესს, როდესაც ზოგიერთებს საქართველოსთან დაკავშირებით ამის ძალიან დაბალი კომპეტენცია აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა