შალვა პაპუაშვილი - ამ დღეებში, რამდენიმე საელჩომ ჩვენთან მოიკითხა, ეს ახალი კანონები ინგლისურად გვაქვს თუ არა - არ არის ინგლისურად ნათარგმნი, რა ენაზე კითხულობენ და რა დასკვნები გამოაქვთ ბრიუსელში და სხვაგან, არ ვიცი

ამ დღეებში, რამდენიმე საელჩომ ჩვენთან მოიკითხა, ეს კანონები ინგლისურად გვაქვს თუ არა - არ არის ინგლისურად ნათარგმნი და რა ენაზე კითხულობენ და რა დასკვნები გამოაქვთ ბრიუსელში და სხვაგან, არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქვეყანაში მიღებულ ახალ კანონებთან დაკავშირებით გაეროს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები, როგორც ჩანს, „კვალვავ ეყრდნობიან „ენჯეობის“ განცხადებების, რომლებიც პირდაპირ არიან გაკავებული დეზინფორმაციით და პროპაგანდით".

„ძალიან საინტერესოა განცხადებები, რაც ვიხილეთ ბრიუსელიდან თუ სხვა უწყებებიდან. სხვათა შორის, ამ დღეებში, რამდენიმე საელჩომ მოიკითხა ეს კანონები ინგლისურად გვაქვს თუ არა. არ არის ნათარგმნი ინგლისურად. თუ ინგლისურად არ აქვთ [წაკითხული], რა დასკვნები გამოაქვთ საერთოდ ამ კანონთან დაკავშირებით?! სამწუხაროა, რომ ასეთი წინმსწრები და არაკვალიფიციური აზრი გვესმის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, კვალვავ ეყრდნობიან „ენჯეობის“ განცხადებების, რომლებიც პირდაპირ, ღიად არიან გაკავებული დეზინფორმაციით და პროპაგანდით. ეს წახალისებულია ზოგიერთი ორგანიზაციის და დონორის მხრიდან. პირდაპირ ხელის დაფარება ხდება პროპაგანდაზე და დეზინფორმაციაზე“,- - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით და რისკებზე საუბრობს. გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს მოუწოდებს, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები.

„საქართველო: შეშფოთებული ვართ შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირას მიიღო, რომლებიც ზრდიან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანონების კუთხით თავისი ვალდებულებები”, - ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა